მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა რუსეთთან კრიპტო ტრანზაქციები სრულად აკრძალა

633fea03e3c68
გიორგი თოლორდავა
07.10.22 13:20
961
ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვით, რუსეთსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კრიპტო ტრანზაქციები სრულად აიკრძალა.

რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ საკუთარი კრიპტო საფულეებიდან აქტივების ევროკავშირში გაგზავნას და პირიქით.

კანონმდებლების განმარტებით, ზოგიერთი სანქცირებული რუსი მოქალაქე და ორგანიზაცია კრიპტოვალუტების საშუალებით ცდილობდა სანქციების გვერდის ავლას, რასაც აღნიშნული რეგულაცია შეზღუდავს.

ექსპერტების შეფასებით, ზემოხსენებული რეგულაციის აღსრულების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კრიპტობირჟების დიდი ნაწილი ჯერაც დაურეგულირებელია, რამდენიმე მათგანი კი საერთაშორისო სანქციებსაც არ ექვემდებარება, შესაბამისად, არსებობს იმის რისკი, რომ რუსებმა ისეთი პლატფორმები გამოიყენონ, რომლებიც ტრანზაქციების ანონიმურად განხორციელების საშუალებას მისცემენ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, რუსეთის მთავრობამ კრიპტოვალუტებს საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებისათვის სპეციალური ლეგალური სტატუსიც მიანიჭა.