ევროკავშირის სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების შედეგად, ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. აღნიშნული სანქცია იმას გულისხმობს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლაზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გაიხდიან.
შეთანხმება კომპრომისულია, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებითაა განპირობებული.
საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი Urals-ის ღირებულება 69 დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ დაწესებულ ლიმიტს რთულია მკაცრი ან ეფექტიანი ვუწოდოთ, რადგან ის ზედმეტად ახლოსაა საბაზრო ფასთან და რუსეთის მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციით საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც შეუფერხებლად მიიღოს.
EU-ს წარმომადგენლობის განმარტებით, ფასის ლიმიტი პერიოდულად გადაიხედება და ბაზრის დინამიკასთან შესაბამისად შეიცვლება, თუმცა კანონპროექტში გაწერილია, რომ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი საშუალო საბაზრო ფასზე მინიმუმ 5%-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი