მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა საქართველო კოვიდ-შემთხვევების ზრდის გამო, ე.წ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო – მედია

5f9073f03bc05
თამთა ჯიჯავაძე
21.10.20 21:35
1092
ევროკავშირმა საქართველო, კანადა და ტუნისი კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ხოლო სინგაპური დაამატა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამი ქვეყანა კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, უსაფრთხო ქვეყნების ნუსხიდან ამოიღონ. შედეგად, ამჟამად უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება ავსტრალია, ჩინეთი, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ურუგვაი. 

ცნობისთვის, ე.წ უსაფრთხო ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ პირებს არ მოუწევთ სავალდებულო ტესტირების ჩატარება ან კარანტინის გავლა.