მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა, შესაძლოა, ამერიკის მოქალაქეები არ შეუშვას – მიზეზი კორონავირუსია

5ef26d12be7e9
თამთა ჯიჯავაძე
24.06.20 00:56
1024
ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკის მოქალაქეების შეშვებაზე შესაძლოა უარი განაცხადონ. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ვირუსის გავრცელების ვერ შეკავება გახდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

ჯერჯერობით საკითხი მოსაზრების დონეზეა, თუმცა, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მას ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ.

შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე 120 000 დაიღუპა კორონავირუსის შედეგად, ჯამში კი დაინფიცირების 2.5 მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან მხოლოდ ბოლო 24 საათში 26 546 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.