მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ტურიზმის სექტორში სამი რეგიონისთვის 860 000 ევროს საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

5f0747e51edef
BM.GE
09.07.20 20:33
2010
პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 03.08.2020 (18:00 სთ თბილისის დროით).

მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომლის საქმიანობის ძირითად ნაწილს პროექტით დაფარულ არეალებში წარმართავენ / უნდა წარმართონ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: „ტურიზმი საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის. პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირი, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს ეკონომიკის გაჯანსაღების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის გაფართოვების ხელის შეწყობის მიზნით. ჩვენი ყურადღება გამახვილდება ეკომეგობრულ და საზოგადოებრივ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინიციატივებზე“.

"ერთობლივი ევროპული ძალისხმევით, შვედეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ტურიზმის მდგრად განვითარებას საქართველოში. ტურიზმს ნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქმნის სამუშაო ადგილებს. COVID-19 კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ამ სექტორს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მხარდაჭერის აქტუალობას. ტურიზმის განვითარების ინიციატივით, არჩეულ მუნიციპალიტეტებში, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა მდგრადი სამთო ტურიზმის სფეროში", – აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.

ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: “ავსტრიისთვის პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს მდგრადი სამთო ტურისმის სფეროში საქართველოსთან კოლაბორაცია. კრიზისის პერიოდში, ნათლათ დავინახეთ, რომ აღნიშნულ სფეროში მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია. ტურიზმის განვითარების ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და აღნიშნულ სფეროში შემოსავლების გამომუშავებას შემდეგ რეგიონებში: სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ზემო იმერეთი. მიგვაჩნია, რომ რეგისტრირებული კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის / ფიზიკური პირებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და გამოცდილების გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ეკონომიკური სიტუაციის გასაჯანსაღებლად“.

განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმა განთავსებულია ონლაინ, ამ ბმულზე. დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

აპლიკანტები და სხვა დაინტერესებული მხარეები მოწვეულნი არიან კითხვა-პასუხის სესიაზე, რომელიც ჩატარდება ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით ყველა ზემოაღნიშნულ სამიზნე მუნიციპალიტეტებში:
10.07.2020 – მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრი / 10:00 სთ
13.07.2020 – ონის საზოგაცოებრივი ცენტრი / 11:00 სთ
14.07.2020 – ამბროლაურის მერიის შენობა / 11:00 სთ
15.07.2020 – ცაგერის მუნიციპალიტეტის შენობა / 11:00 სთ / ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცენტი / 15:00 სთ
16.07.2020 – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მეტია / 11:00 სთ
17.07.2020 - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია / 11:00 სთ / ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია 15: 00 სთ.