მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 5 მილიარდი ევრო გამოყო

633bfc8cd9cd9
გიორგი თოლორდავა
04.10.22 13:38
437
ევროკავშირმა ომით დაზარალებული უკრაინის მხარდასაჭერად 5 მილიარდი ევროს ($4.88 მლრდ) მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი (MFA) საბოლოოდ დაამტკიცა.

საბჭოს განმარტებით, დახმარების პაკეტი მოიცავს შეღავათიან სესხს, რომლის პირობებიც ზუსტადაა მორგებული უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული 5 მილიარდი მაისში დაანონსებული €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, მესამე ტრანშს კი 3 მილიარდი ევროს მოცულობით უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ პროგრამებზე, თავდაცვასა და გადაუდებელ დახმარებაზე დაიხარჯება.