მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის თითო დოზაში $40-ზე ნაკლების გადახდა სურს

5f1eb2461ae87
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.20 16:10
857
ევროკავშირი COVID-19-ის საწინააღდეგო პოტენციური ვაქცინის შეძენას, რომელიც WHO-ს მიერ არის ინიცირებული, ამ ეტაპზე არ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, ევროკავშირს ვაქცინის თითო დოზის შეძენა 40 აშშ დოლარზე ნაკლებ თანხაში სურს, მაშინ როდესაც WHO-ს ინიციატივა, რომელიც ქვეყნების მიერ ვაქცინით დროულად მომარაგებას გულისხმობს, მის ღირებულებას საგრძნობლად ზრდის.

"ვაქცინის წინასწარი დარეზერვება და შეძენა, მედიკამენტზე ფასების ზრდას გამიწვევს. ჩვენი აზრით, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - აცხადებენ ევროკავშირში.

WHO-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს მთავრობამ Pfizer-ს და BioNtech-ს 2 მილიარდი აშშ დოლარი შესთავაზა პოტენციურ ვაქცინაში, თუ მისი გამოცდა წარმატებით დასრულდება. თუ თითო დოზა ვაქცინის ღირებულება 40 აშშ დოლარს უტოლდება, აშშ, დაახლოებით, 50 მილიონი ადამიანის აცრას შეძლებს.