მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირს მობილურის სტანდარტული დამტენის შემოღება სურს

5e3180590c5d6
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.20 22:18
1803

ბრიუსელს სურს აიძულოს ტექნიკური კომპანიები შემოიღონ უნივერსალური მობილური ტელეფონის დამტენები. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი რეგულაცია მობილურის მწარმოებელ კომპანიებს დაავალდებულებს, ყველა მობილურ ტელეფონს ერთნაირი დამტენი ჰქონდეს. ბრიუსელი ცვლილების მიღებას 2020 წლის მესამე კვარტლიდან აპირებს.

ევროკავშირის სურვილია ცვლილებებით ელექტრონარჩნები შეამციროს და მომხმარებელთა ცხოვრება გაამარტივოს, რადგან მათ აღარ მოუწევთ დამატებითი გადამყვანების ტარება ან შესაბამისი დამტენის პოვნაზე დიდი დროის დახარჯვა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ინიციატივამ Apple-ის უკმაყოფილება გამოიწვია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია ნარჩენების რაოდენობას გაზრდის, რადგანაც ძველი დამტენები უსარგებლო გახდება. ამავდროულად, Apple-ში ფიქრობენ, რომ ამგვარი ცვლილება ინოვაციების შემაფერხებელია.

პირველად ევროკავშირმა მსგავს რეგულაციაზე საუბარი 2009 წელს დაიწყო, რასაც მწარმოებლების მიერ მოხალისეობრივად გადასვლა მოჰყვა მსგავს დამტენებზე. შედეგად, თუ იქამდე ბაზარზე 30-ზე მეტი დამტენი იყო, დღეისათვის სამი ძირითადი დამტენი დარჩა.