მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ახალ მანქანებზე მოთხოვნა 38.5%-ით შემცირდა

5ec54b67d1a2c
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.20 20:30
867
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირში ახალი მანქანებზე მოთხოვნა 38.5%-ით შემცირდა - გასული 4 თვის განმავლობაში 2.75 მილიონამდე მანქანა გაიყიდა - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის გამო ასეთი ვარდნა პირველად მოხდა. კოროვირუსით ყველაზე მეტად იტალია და ესპანეთი დაზარალდნენ, ამან კი გავლენა იქონია როგორც მთლიანად ეკონომიკის შემცირებაზე, ასევე ავტომობილების გაყიდვებზე.

წლის დასაწყისიდან, გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა 50% -ით დაეცა ევროკავშირის ოთხი ძირითადი ბაზრიდან სამში: იტალიაში - 50.7% -ით, ესპანეთში - 48.9% -ით, ხოლო საფრანგეთში - 48% -ით. გერმანიაში, გაყიდვები შემცირდა 31% -ით - ნათქვამია ACEA-ს პრეს-რელიზში.