29.ოქტომბერი .2020 14:49

ევროკავშირში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ჩეხეთი ლიდერობს

ევროკავშირში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ჩეხეთი ლიდერობს
views 263
უკან

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) თანახმად, ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ჩეხეთშია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, 100,000 მოქალაქეზე ინფიცირების დაახლოებით 1,4448.7 შემთხვევა მოდის ჩეხეთში, მას მოჰყვება ბელგია, სადაც 100,000 მოქალაქეზე დაახლოებით 1,424.2 ინფიცირების შემთხვევა მოდის.

ჩეხეთის რესპუბლიკა ამ ეტაპზე ლეტალური შემთხვევებითაც ლიდერობს, სადაც 100,000 მოქალაქეზე გარდაცვალების 13.5 შემთხვევა მოდის.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 12,977 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა რაოდენობამ 2,675 შეადგინა.