მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში "სამართლიანი მინიმალური ხელფასის" დაწესება სურთ

5e21f39a9d3f4
BM.GE
17.01.20 22:20
1929
ევროკომისიამ დაიწყო ბიზნესთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები, რათა ევროკავშირში დასაქმებულებისთვის სამართლიანი მინიმალური ხელფასი უზრუნველყონ. თუმცა, ევროპული ბლოკის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ყველასთვის ერთნაირი სისტემის დაწესება.

„ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს სამართლიანი ანაზღაურება, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ცხოვრებას“, - განაცხადა ევროკომისარმა დასაქმებისა და სოციალური უფლებების საკითხებში ნიკოლას შმიტმა.

ევროკომისიამ ახალი სისტემის შექმნის მიზნით ექვსკვირიანი კონსულტაციები მიმდინარე კვირას დაიწყო, რომლის შედეგად ფორმულირებული კონკრეტული წინადადების წარდგენა ზაფხულისთვის იგეგმება, ხოლო მისი ამოქმედება 2021 წლიდან.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, არ იგეგმება ერთი კონკრეტული სისტემის დაწესება, რომელიც 29 წევრ ქვეყანაში ყველასთვის იქნება სავალდებულო. მათივე განმარტებით, კომისიას უბრალოდ სურს, რომ ყველა არსებული სისტემა იყოს ადეკვატური და ჰქონდეს მათ განახლების მექანიზმი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში არის დაწესებული მინიმალური ხელფასი, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი სიღატაკის რისკის წინაშე არ დადგეს, თუმცა, ცალკეული ქვეყნები ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.