2021 წლის რვა თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის სახით სულ $389 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 11.3%-ით ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიუხედავად, საქართველოს უჭირს მოძებნოს ის პროდუქცია, რომლის ექსპორტსაც ევროკავშირში მოახდენს.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ევროკავშირში როგორც 2020, ასევე 2021 წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო. თავისმხრივ, სპილენძის მადნები საქართველოს წმინდა ექსპორტს არ წარმოადგენს და ის თითქმის სანახევროდ, სომხეთიდან საქართველოში შემოტანილი მადნების რეექსპორტია.
წელს ევროკავშირში ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი სწორედ სპილენძის მადნების ექსპორტის კლებაა. სანაცვლოდ გაიზარდა ამ პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში, რის შედეგადაც ჩინეთმა EU-ს გადაასწრო და საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა.
2021 წლის პირველ 8 თვეში ევროკავშირში ექსპორტირებული ტოპ 5 სასაქონლო ჯგუფი ასე გამოიყურება:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $164 მილიონი, კლება წინა წელთან 37%;
2. თხილი - $28 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%;
3. ღვინოები - $17.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29.4%;
4. ოქროს და სხვა ძვირფასი მეტალების ჯართი - $16.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 201%;
5. მსუბუქი ავტომობილები - $16.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 78%.
რაც შეეხება ჩინურ ბაზარს, 2021 წლის 8 თვეში ჩინეთში $32.6 მილიონით მეტი პროდუქცია გავიდა, ვიდრე მთელ ევროკავშირში, ხოლო წინა წელთან შედარებით კი ექსპორტის მატება 42%-ია.
ასევე მკვეთრად - 42%-ითაა გაზრდილი საქართველოს ექსპორტი რუსეთში, შედეგად, ჩრდილოელ მეზობელთან ექსპორტმა წელს $377 მილიონ დოლარს მიაღწია. რუსეთში ექსპორტის ზრდა ძირითადად ფეროშენადნობების და ღვინის ექსპორტის მატებას, ასევე მინერალური წყლებისა და ხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი