მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში თამბაქოზე აქციზის გადასახადი მკვეთრად იზრდება

63848e579ff68
გიორგი თოლორდავა
28.11.22 23:00
669
ევროკავშირის მასშტაბით თამბაქოს პროდუქტებზე, სიგარეტებსა და ვეიპებზე აქციზის გადასახადის მკვეთრი ზრდა იგეგმება.

კანონპროექტით სიგარეტის კოლოფზე აქციზის მინიმალური გადასახადის 1.80 ევროდან 3.60 ევრომდე გაზრდაა გათვალისწინებული, რაც დასაბეგრი მოცულობის გაორმაგებას გულისხმობს, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის მასშტაბით სიგარეტის გაძვირებას გამოიწვევს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც აქციზი მინიმალურ ნიშნულთან ყველაზე ახლოსაა.

რაც შეეხება ვეიპებს, მაღალი კონცენტრაციის მქონე საშუალებების აქციზი 40%-ით განისაზღვრება, ხოლო შედარებით სუსტის - 20%-მდე. გადასახადები იზრდება გახურებადი თამბაქოს ჯგუფზე, კერძოდ, ღირებულების 55%-მდე.

კანონმდებლების შეფასებით, გადასახადების ზრდა ევროკავშირის მასშტაბით თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს.