21.მარტი.2016 11:39
ეკონომიკა

ევროკავშირთან ექსპორტი 28%-ით, დსთ-სთან კი 33%-ით შემცირდა

ევროკავშირთან ექსპორტი 28%-ით, დსთ-სთან კი 33%-ით შემცირდა
2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 13 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 1132 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 1 პროცენტით მეტი მაჩვენებელია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.
 
საქსტატის ინფრომაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 77 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 28 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 454 მლნ. აშშ დოლარი იყო რაც 63 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 40 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27, 33 და 25 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 44 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 22 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-თებერვალში 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია. აქედან ექსპორტი 74 მლნ. აშშ დოლარი იყო რაც 33 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 279 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 25 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 26 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 30, 34 და 29 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი).

24.აპრილი.2019 21:10
47

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:43
86

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:19
165

TBC ბანკის ეკონომისტი: თუ დაკრედიტების ზრდა 10%-ს ჩამოსცდა, სებ-ი რეგულაციებს ალბათ გადახედავს

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:35
105

სებ-ი საბანკო რეგულაციების ეფექტზე: „მონაცემების დინამიკა მოლოდინებთან სრულად შესაბამისია“

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:19
73

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
24.აპრილი.2019 18:40
457

"ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის შემოტანა 50 გადამზიდი კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს"

ვრცლად