მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისარი: კორონავირუსის ვაქცინა მზად, სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება

5f315abab00d8
ნათია თაქთაქიშვილი
11.08.20 00:05
1189
ევროკომისარის ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება მზად ან მომავალი წლის დასაწყისისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

„მიუხედვად იმისა, რომ პროგნოზების გაკეთება სარისკოა, არსებობს წინაპირობები იმის სათქმელად, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა მზად წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ვაქცინასთან დაკავშირებით კომენტარი აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმაც გააკეთა, როდესაც მან თქვა, რომ რთული იქნება ისეთი ვაქცინის შემუშავება რომელიც 98%-იან დაცვას უზრუნველყოფს.

"ვაქცინა უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი იარაღი, რომელიც დაგვეხმარება კორონავირუსი აღარ იყოს პანდემია, არამედ ის, რაც კარგად კონტროლდება“,- განაცხადა ფაუჩიმ.