მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს 140 მლნ ევროს გამოუყოფს

5e8206ddd0a7d
ნათია თაქთაქიშვილ
30.03.20 18:52
970
ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამატებით, კომისია ასევე 700 მილიონი ევროს ღირებულების არსებულ ინსტრუმენტებს მიმართავს კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად.

„ეს არის ძალიან რთული დრო არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი წევრებისთვისაც. ჩვენ ყველა ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, კორონავირუსის ეპიდემიის ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო სახსრებზე გავლენის შესამსუბუქებლად. ჩვენ ვპასუხობთ, როგორც ჯანდაცვის სისტემების დაუყოვნებლივ საჭიროებებს, ასევე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ექვსივე ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი – მცირე და საშუალო მეწარმეების გრძელვადიან საჭიროებებს“, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ. 

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, პარტნიორი ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, ევროკომისია უპასუხებს ქვეყნების სასწრაფო საჭიროებებს და მხარს დაუჭერს სამედიცინო მოწყობლობებით და პერსონალური აღჭურვილობით მომარაგებას. კერძოდ, საუბარია სასუნთქ აპარატებზე, ლაბორატორიულ კომპლექტებზე, ნიღბებზე, სათვალეებზე, ხალათებსა და დამცავ კოსტუმებზე.

„ევროკომისია მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და გამოყოფს 30 მილიონს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უახლოეს კვირებში მოხდეს ამ აუცილებელი მასალების ერთობლივი შესყიდვა და ეფექტიანად დარიგება ექვსი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებისთვის. ამას გარდა, სახსრები მხარს დაუჭერს ჯანდაცვის ეროვნულ ადმინისტრაციებს სამედიცინო და ლაბორატორიების პერსონალის ტრენინგში და მოსახლეობის ფართო ფენებში ცნობადობის ამაღლების ზომების განხორციელებაში“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.