მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია EU-ს წევრებს მოუწოდებს, შეაჩერონ საინვესტიციო ვიზების და პასპორტების რუსეთის მოქალაქეებზე გაცემა

6241ad8b2b914
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.22 16:56
691
ევროკომისიამ დღეს EU-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა შეაჩერონ "საინვესტიციო ვიზების”/"ოქროს ვიზების" ან “საინვესტიციო პასპორტების” გაცემა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე.

Reuters-ის თანახმად, ამ ნაბიჯით ევროკავშირი ცდილობს შეამციროს და დაარეგულიროს ის გაუმჭვირვალე მრავალმილიონიანი სეგმენტი, რასაც EU-ს მოქალაქეობით ვაჭრობა ერქვა.

ევროკავშირში საინვესტიციო ვიზების პროგრამა სამ ქვეყანაში იყო ყველაზე აქტიური - ესენია კვიპროსი, მალტა და ბულგარეთი. ამ ქვეყნებს შორის ერთის - კვიპროსის პარლამენტმა ამ სისტემის გაუქმებას უკვე დაუჭირა მხარი.