მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

628e94366bb85
თამთა ჯიჯავაძე
26.05.22 00:45
708
ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მისცემს შესაძლებლობას იმ კომპანიების და ფიზიკური პირების აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღოს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს თავს აარიდებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული ევროკავშირის 12 ქვეყანაში, 13 ქვეყანაში კი მას ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებენ, ხოლო ორი წევრი სახელმწიფო აღნიშნულს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს.

ევროკომისიის შეთავაზება კი გაერთიანების ერთიან მიდგომას გულისხმობს, რათა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის 27-ივე წევრ ქვეყანაში სერიოზულ დანაშაულად იქნას მიჩნეული.

ცნობისთვის, ამ დრომდე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში 20 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა ფიზიკურ პირებს, ხოლო 20 მილიარდი ევროზე მეტის საბანკო ანგარიშები იმ რუს ოლიგარქებს გაუყინა, რომლებიც კრემლის ნაბიჯებს უკრაინაში მხარს უჭერენ და ეხმარებიან.