მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია მედიკამენტ Remdesivir-ზე წვდომისთვის Gilead-თან ხელშეკრულებას აფორმებს

5f2171d577f3a
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.20 18:56
763
ევროკომისიამ 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-თან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მედიკამენტ Remdesivir-ზე წვდომა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

”კომისია დაუღალავად მუშაობდა Gilead-თან აღნიშნული შემთანხმების მიღწევაზე, რომელიც უზრუნველყოფს Covid-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტ Remdesivir-ის სასურველ მარაგებზე წვდომას“,- განაცხადა ევროკომისარმა ჯანდაცვისა და საკვების უსაფრთხოების მიმართულებით სტელა კირიაკიდესმა.

მედიკამენტის შესასყიდი თანხების მოძიება მოხდა ევროკავშირის გადაუდებელი დახმარების ინსტრუმენტით, რომელიც ევრობლოკის წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად შეიქმნა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

მედიკამენტი დაახლოებით 30,000 პაციენტს მოხმარდება, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი გართულებული სიმპტომები აქვთ.
ევროკომისიის განცხადებით, ისინი მედიკამეტის დამატებითი მარაგების შევსებაზეც მუშაობენ, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოდან გახდება საჭირო.