მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს გარე საზღვრები 15 ივნისამდე არ გახსნან

5eb5a9be67258
თამთა ჯიჯავაძე
08.05.20 22:46
1301
ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაახანგრძლივონ სამოგზაურო შეზღუდვები და გარე საზღვრები 15 ივნისამდე არ გახსნან. ამის შესახებ ევროკომისიამ განცხადება დღეს გამოაქვეყნდა.

„მაშინ როდესაც ევროკავშირის და შენგენის ასოციაციის წევრი ქვეყნები პირველ ნაბიჯებს დგამენ პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით მიღებული ზომების შემსუბუქების კუთხით, ვითარება კვლავ მყიფეა როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ეს მოწოდება კი გახანგრძლივდეს გარე საზღვრების ჩაკეტვის ზომა, ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს ევროკავშირში მოგზაურობის შედეგად“, – წერია ევროკომისიის განცხადებაში.

აღნიშნული მოწოდება სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ქვეყნებმა თავად უნდა მიიღონ. 

შეგახსენებთ, ევროკავშირმა გარე საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. შეზღუდვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ასევე ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიას და შვეიცარიასაც ეხება.