მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 100 მილიარდ ევროს გამოყოფს

5e85de7eab889
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 17:10
1079
ევროკომისიამ შეიმუშავა დროებითი დახმარების ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია კორონავირუსული პანდემიის შედეგად დაზარალებული სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. 100 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური ინსტრუმენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილდება. ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კერძოდ, ეს სესხები დაეხმარება ქვეყნებს განავითარონ მოკლევადიანი სამუშაო სქემები, რაც იქნება პასუხი მიმდინარე კორონავირუსის პანდემით გამოწვეულ კრიზისზე.

მოკლევადიანი სამუშაო სქემები არის აპრობირებული პროგრამები, რომლებიც გარკვეულ პირობებში ეკონომიკურ სირთულეში მყოფ კომპანიას აძლევს საშუალებას, დროებით შეამცირონ თავიანთი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათები, რომელთა ანაზღაურებაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება.

აღნიშნული ინსტრუმენტი კომისიის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის მკვეთრად უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს.

"მოკლევადიანი სამუშაო სქემები ხელს შეუწყობს შოკების არიდებას და მხარს დაუჭერს ოჯახების შემოსავლების და ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებას", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.