13.ივლისი .2022 17:23

ევროკომისია საქართველოს შეფასებას 2022-ის ნაცვლად 2023 წელს მოამზადებს

ევროკომისია საქართველოს შეფასებას 2022-ის ნაცვლად 2023 წელს მოამზადებს
views 1023
უკან

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად 2023 წელს მოამზადებს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპმა გაავრცელა.

„ფრთხილი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა, რათა მოხდეს ქვეყნის დეპოლარიზება და დასხდნენ ერთი მაგიდის გარშემო რეფორმებზე საფუძვლიანად სამუშაოდ.

როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ.

ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს საკმარის დროს, რათა საფუძვლიანად შეძლონ პრიორიტეტებზე მუშაობა“, - განაცხადა მაიკლ რუპმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა