მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ გერმანიის მიერ Lufthansa-სთვის 6 მლრდ ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

5ef5a82354c5a
ნათია თაქთაქიშვილი
26.06.20 21:38
1017
ევროკომისიამ გერმანიის მთავრობის მიერ Lufthansa-ს რეკაპიტალიზაციისთვის 6 მლრდ ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

ევროკომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიისთვის ოფიციალური ბერლინის დახმარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავიაკომპანიის აქციების 20%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემას, წესებს შეესაბამება.

ამავე დროს, ევროკომისიამ წამოაყენა რიგი მოთხოვნები. კერძოდ, სახელმწიფო სახსრები უნდა დაბრუნდეს დაუყოვნებლივ და ამასთან, Lufthansa-მ ეს დაფინანსება არ უნდა გამოიყენოს ბიზნესის გაფართოებისთვის.

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაკომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად გერმანიის მთავრობამ მაისში კომპანიის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. დახმარების პაკეტი ჯამში 9 მლრდ ევროს შეადგენს. ამ შეთანხმების თანახმად, მთავრობა მიიღებს კომპანიაში 20%-იან წილს, რომელიც შესაძლოა, 25% -მდეც გაიზარდოს.

ეს "მნიშვნელოვანი თანადგომა" დაეხმარება Lufthansa-ს გაუმკლავდეს პანდემიის მიერ გამოწვეულ ამჟამინდელ კრიზისს“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

”კრიზისული პაკეტის შეთანხმების საფუძველზე, კომპანია შეძლებს თავიდან აიცილოს Deutsche Lufthansa-ში დასაქმებული 22 000 ადამიანის შემცირება“, - ნათქვამია Lufthansa- ს დასკვნაში.