მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ Johnson&Johnson-ის ვაქცინას ავტორიზაცია მისცა

604b6324c464c
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.21 18:37
915
ევროკომისიამ Johnson&Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საბოლოო ავტორიზაცია მისცა. შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება უკვე ნებადართულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„Johnson&Johnson-ის კოვიდ-ვაქცინა არის უკვე მეოთხე ავტორიზებული პრეპარატი, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარება ვაქცინაციის ტემპის გაზრდაში მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან. აღნიშნული ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის შესაქმნელად, რაც კიდევ უფრო აადვილებს ჩვენს მიზანს, მოვახდინოთ ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის იმუნიზაცია“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ Johnson&Johnson-თან კოვიდ-ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტი ჯერ კიდევ გასული წლის 8 ოქტომბერს გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, Johnson&Johnson-ი ვალდებულია 200 მილიონი კოვიდ-ვაქცინის დოზა მიაწოდოს ევროკავშირს მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიას უკვე შეძენილი აქვს 600 მილიონი დოზა BioNTech/Pfizer-ის, 460 მილიონი დოზა Moderna-ს და 400 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა.