მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ Pfizer-ის COVID-ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

5fe1dff8d26e6
ნათია თაქთაქიშვილი
22.12.20 16:16
785
ევროკომისიამ ევროკავშირის ბაზარზე Pfizer/BioNTech-ის COVID-ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ვაქცინაცია 25 დეკემბრის შემდეგ დაიწყება და როგორც გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და იტალია აცხადებენ, ისინი ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან დაიწყებენ. "ევროპა ამ ნაბიჯით ცდილობს, დაეწიოს აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, სადაც კოვიდ-ვაქცინის გამოყენება დეკემბრის დასაწისიდან დაიწყეს", - წერს გამოცემა.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ემყარება პოზიტიურ სამეცნიერო რეკომენდაციას, რომელიც ეფუძნება ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის სრულყოფილ შეფასებას ევროპის წამლის სააგენტოსგან და დამტკიცებულია წევრი სახელმწიფოების მიერ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ვაქცინის დოზები ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი პირობებით იქნება ხელმისაწვდომი.

„ჩვენ გარკვეულ წარმატებას უკვე მივაღწიეთ, რადგან კორონავირუსთან საბრძოლველად ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ავირჩიეთ“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

გამოცემის მიხედვით, ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ს 200 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც, დაახლოებით, 100 მილიონი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი. აღსანიშნავია, რომ თითო დოზა ვაქცინის ღირებულებამ 15.50 ევრო (18.90 აშშ დოლარი) შეადგინა. ევროკავშირი, დაახლოებით, 100 მილიონი დამატებითი დოზა ვაქცინის შეძენას გეგმავს.