დღეს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი მოამზადა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რადგან რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, ამიტომ, მათი შეთავაზებაა გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ის 2023 წლის იანვრამდე. „მოსკოვმა უნდა გადაიხადოს აგრესიისთვის მაღალი ფასი“ - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა კი განაცხადა, რომ ის ასევე წარუდგენს წინადადებას საბჭოს გაფართოვდეს იმ პირთა და ერთეულთა წრე, რომელთა აქტივები გაიყინება და ასევე შეეზღუდება მოგზაურობის შესაძლებლობა.
სანქციების ახალი პაკეტი კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს და აძლიერებს კონტროლს მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე.
როგორც ევროკიმისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის.
დოკუმენტის თანახმად, შემოთავაზებულია, რომ ევროკავშირის მოქმედი სანქციები ექვსი თვით გახანგრძლივდეს. მომდევნო განხილვა კი 2023 წლის იანვრის ბოლოს მოხდება.
სანქციების ახალი პაკეტის ძალაში შესვლამდე, ის საბჭოში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი