პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილი გეგმის შესასრულებლად კონკრეტული შეხვედრები უკვე დაიგეგმა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„დღეს განვიხილეთ დეტალები, რომლებიც ამ გეგმის აღსრულებას უკავშირდება და დაიგეგმა შეხვედრები იმ სუბიექტებთან, რომლებიც გეგმის ცალკეული პუნქტების აღსრულებაში უნდა იყვნენ ჩართულები.
უმეტეს შემთხვევაში ეს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან. მათი გადასაწყვეტი იქნება შეხვედრებში ჩართულობა. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს კანდიდატის სტატუსი, ისინი ჩაერთვებიან ამ პუნქტების აღსრულებაში და თუ არ ჩაერთვებიან, მაშინ კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ მათ არ აინტერესებთ კანდიდატის სტატუსის მონიჭება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში, კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, საქართველოს, ხოლო შემდეგ უკრაინას და მოლდოვას მიენიჭებოდა.
„გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება და არც დეკემბერში იქნება ექსპერტული გადაწყვეტილება. ობიექტურ გადაწყვეტილებაში ექსპერტულ დასკვნას ვგულისხმობ და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად მოგვენიჭება, რადგან 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შევასრულებთ, თუმცა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ პოლიტიკური და ვნახოთ, როგორი იქნება ის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი