მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიის პრეზიდენტი ვაქინაციის სერტიფიკატის შემოღებას მხარს უჭერს

60018a40d7ed8
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.21 00:33
1206
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საბერძნეთის მთავრობის ინიციატივას, რომელიც „ვაქინაციის სერტიფიკატის“ შემოღებას გულისხმობს, მხარი დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, ეს სიახლე მოგზაურობის განახლებას დაეხმარება.

„ეს იქნება სერთიფიკატი, იმის შესახებ, რომ დოკუმენტის მფლობელს ვაქცინაცია ჩატარებული აქვს. მივესალმები საბერძნეთის პრემიერ მინისტრის ინიციატივას“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცლებელია, „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს.

საქმე იმაშია, რომ საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკმა ამ კვირის დასაწყისში ევროკომისიას თხოვნით მიმართა განეხილათ „ვაქცინაციის სერტიფიკატის“ შემოღების ინიციატივა, რაც მოგზაურობის წესების გაიოლების წინაპირობა გახდებოდა, თუმცა კირიაკოს მიცოტაკი აღნიშნავდა, რომ მის ინიციატივაში „იძულებითი ვაქცინაცია“ არ იგულისხმება.