21.ნოემბერი .2020 00:15

ევროკომისიის ხელმძღვანელი ქვეყნებს ლოქდაუნების ეტაპობრივი გაუქმებისკენ მოუწოდებს

views 859
უკან

ევროპის ქვეყნების მთავრობებმა კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნები ეტაპობრივად უნდა გააუქმონ, რათა მესამე ტალღის პრევენცია მოახერხონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

ევროპის რეგიონი სექტემბრიდან მოყოლებული პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, რის გამოც ქვეყნების უმრავლესობამ სრული, ან ნაწილობრივი ლოქდაუნი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ცალკეულ ქვეყნებში შემცირდა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, საერთო ჯამში რეგიონი მაინც ინფიცირების მაღალი დონით ხასიათდება.

აქედან გამომდინარე ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ საჭიროა "მოლოდინების მართვა".

"ჩვენ ჩვენივე გამოცდილებით ზაფხულში ვისწავლეთ, რომ "ტალღიდან გამოსვლა“ ძალიან რთულია და რეგულაციების სწრაფად მოხსნამ ცუდი შედეგები მოგვიტანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი წინადადება იქნება ეტაპობრივი და კოორდინირებული მიდგომით მოხდეს შეზღუდვების მოხსნა. ეს იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ტალღის რისკი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროპაში საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია კვლავ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებად რჩება, ვინაიდან სწორედ ამ ქვეყნებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი. ცნობისთვის, მხოლოდ გუშინ მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ერთად 11 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა