მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკრედიტმა და Nexia TA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს (R)

60e7e9e782da3
BM.GE
09.07.21 10:10
695
მაღალხარისხიანი აუდიტორული მომსახურების მიღება საკმაოდ მიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის, თუმცა განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საფინანსო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ევროკრედიტი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიასთან, როგორიც არის Nexia TA.

სულ რამდენიმე დღის წინ კი ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც კომპანიის საგადასახადო პოლიტიკის დანერგვას, რისკების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, აგრეთვე მოიცავს ერთობლივი კონფერენციების, ლექციების თუ სხვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს.

„ევროკრედიტისა და Nexia TA პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა. წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება გადავწყვიტეთ. ჩვენს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო გაამარტივებს საგადასახადო რეგულირების, ფინანსური აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას.

ამასთანავე ერთად, მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა თუ სხვა აქტივობების ჩატარების მეტ თავისუფლებას და სიმარტივეს გვაძლევს.
ევროკრედიტი მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი პარტნიორების შერჩევაა, და განსაკუთრებით მნიშვნლოვანია ეს საფინანსო სექტორში“ - ამბობს ევროკრედიტის ფინანსური დირექტორი, გუჯა ცინცაძე.

როგორც ევროკრედიტიში აცხადებენ, ბოლო პერიოდში კომპანიამ გააფართოვა თანამშრომლობის არეალი არსებულ თუ ახალ პარტნიორებთან, ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო თუ სპორტული მიმართულებით. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში გულისხმობს მეტი შესაძლებლობის და კეთილდღეობის შექმნას როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, ასევე მათი მომხმარებლებისთვის.