მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპა აშშ-ს ნავთობის მთავარი მომხმარებელი გახდა

62d142b094b2f
მარიამ ვარადაშვილი
15.07.22 15:00
600
პირველად ბოლო 6 წლის მანძილზე ევროპამ აზიას გადაუსწრო და აშშ-ს ნავთობის ნომერ პირველი მომხმარებელი გახდა.

როგორც Bloomberg წერს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის ჩათვლით ევროპამ აშშ-სგან დაახლოებით 213.1 მლნ ბარელი ნავთობი იყიდა, მაშინ როცა აზიის მაჩვენებელი 191.1 მილიონ ბარელს შეადგენს.

გამოცემა ამ ცვლილებას უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს, რამაც ენერგომატარებლების მიწოდებაში ცვლილებები გამოიწვია. კერძოდ, აშშ და ევროკავშირი ცდილობენ შეაჩერონ უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსება, რის გამოც ევროგაერთიანებამ და აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალეს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის იმპორტი აშშ-დან დაიწყეს იმ დროს, როცა რუსეთი ინდოეთსა და ჩინეთს ნედლ ნავთობზე მკვეთრ ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც Bloomberg წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ნედლი ნავთობის წარმოებას ზრდის, ის აზიისა და ევროპის საჭიროებებთან თანხვედრაში მაინც არ არის. ამ ვითარებაში კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი OPEC-ის მიერ წარმოების ზრდაა.

რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტში მოხვდა, რომელიც გაერთიანებამ ივნისში მიიღო. ევროკავშირმა რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტის აკრძალა. ევროპაში რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდებ და ამას ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსთვიანი ვადა დასჭირდება, ხოლო სხვა ნავთობპროდუქტების შემთხვევაში – რვა თვე.