ევროპა რთული ზამთრისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა Nord Stream 1-ის გაზსადენიდან გაზის მიწოდება არც განახლდეს, ამიტომ ევროპამ ალტერნატივა უნდა ეძებოს.
რითი ჩაანაცვლეს ევროპა რუსულ გაზსს? - ამ თემაზე „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა „საქმის კურსში“ ისაუბრა.
"ევროპისთვის ალტერნატიული გაზის რამდენიმე წყარო არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გათხევადებული გაზი, რომელიც ამერიკიდან, აფრიკის ქვეყნებიდან და ასევე არაბეთის ქვეყნებიდან შესაძლოა გაიზარდოს. თავად გაზის მოპოვება არ არის იმდენად პრობლემა, რამდენადაც მისი გათხევადება, მიტანა და შემდეგ გაზიფიკაცია.
რაც შეეხება არსებული მილსადენებით გაზის მიღებას, აქ ცოტა შეზღუდული შესაძლებლობებია. მათ შორის ნორვეგიიდან და ინგლისიდან. აზერბაიჯანიდანაც შეიძლება 1-2 მილიარდი დაემატოს.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს შეზღუდონ გაზის მოხმარება. ევროკავშირი ისედაც წლებია ენერგოეფექტურობაზე მუშაობს და ამას ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად აღიარებს. მოწოდება მოქალაქეებისადმი, რომ თავიანთი საცხოვრებლის ტემპერატურა 1 გრადუსით მაინც შეამცირონ, ამან შეიძლება 5%-მდე გაზის დაზოგვის საშუალება მისცეს.
კიდევ ერთი შესაძლებლობაა ინდუსტრია, თუმცა მთლად კარგი შესაძლებლობა ვერაა. რადგან ინდუსტრიის შეზღუდვა ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა იქნება, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ევროკავშირმა ზამთრისთვის თავისი საცავები ვერ შეავსო შეიძლება შეზღუდვები გარკვეულ ინდუსტრიებსაც დაუწესოს", - განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, გუშინ ენერგეტიკული კრიზისის გამო, "სახიფათო მდგომარეობა" უნგრეთის მთავრობამაც გამოაცხადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი