კომპანია „ევროპაბეთსა“ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში ევროპაბეთი 2020 წელს ჭადრაკის ფედერაციის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს დააფინანსებს.
მემორანდუმის მიზანი საქართველოს მასშტაბით ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი განსაზღვრულია 2020 წლის პერიოდითა და ბიუჯეტით - 150 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინიციატივა სრულდება „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტის ფარგლებში.
მემორანდუმის გაფორმება ჭადრაკის მასშტაბური საკლუბო ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე შედგა. ჩემპიონატი 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს რეგიონების კლუბები იღებდნენ მონაწილეობას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა, ლაშა გოგუამ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ.
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ფედერაციას საშუალებას მისცემს უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელოს.
„ერთ-ერთი მათგანი, რისი დაანონსებაც უკვე შეგვიძლია ისაა, რომ მომავალ წელს, ჭადრაკის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის საპრიზო თანხები გაორმაგდება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჭადრაკში“, - განაცხადა გიორგაძემ.
„2020 წლის განმავლობაში დაფინანსდება კონკრეტული პროექტები, რის შესახებაც უკვე მომავალი წლიდან უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და აქვე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა 2021 წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა ლაშა გოგუამ.
ღონისძიებას დაესწრნენ საპატიო სტუმრები: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი და სხვა ცნობილი მოჭადრაკეები.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მსგავსი თანაპარტნიორობა ბიზნესსა და სპორტს შორის მისასალმებელია. „ფედერაციისთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული დახმარება, მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ურთიერთთანამშრომლობას“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
„კომპანია „ევროპაბეთი“ აღმოჩნდა ის პირველი მერცხალი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ ფედერაციის მომავალ პროექტებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, -განაცხადა ნანა იოსელიანმა. „ჭადრაკი ერთ-ერთი სამაგალითო და სასარგებლო დისციპლინაა ბავშვებისთვის და ბიზნესის მხრიდან დღეს გაწეული დახმარება ხვალინდელ დღეს ძალიან დაეტყობა“, - აღნიშნა იოსელიანმა.
კომპანია „ევროპაბეთსა“ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის თებერვალში მოეწერება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა