მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპაბეთსა" და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

5dfb365e23c52
BM.GE
19.12.19 12:34
768
დღეს, 19 დეკემბერს, 17:00 საათზე, ჭადრაკის 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში კომპანია „ევროპაბეთსა“ და ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი ფორმდება საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით. მემორანდუმში განსაზღვრულია პერიოდი 2020 წელი და ბიუჯეტით - 150 000 ლარის ოდენობით. სასპონსორო ხელშეკრულება მხარეებს შორის უახლოეს მომვალში გაფორმდება.

ამ ინიციატივით „ევროპაბეთის“ პარუსიხმგებლიანი თამაშის პროექტის ფარგლებში გამოვიდა.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის პერიოდში განსახორციელებელი პროექტები ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

ღონისძიებას დაესწრებიან საპატიო სტუმრები: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი და სხვა ცნობილი მოჭადრაკეები.