მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი მოუწოდებს EU ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

62a1dc7695b49
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.22 15:47
1460
დღეს 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. ამავე დოკუმენტის შესწორებაში არის პარაგრაფი, რომელიც ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამავე რეზოლუციის ძირითად ტექსტში არის საუბარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. კონკრეტული აბზაცი, რომლითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა ჩაწერილი ასე გამოიყურება:

ევროპარლამენტი:

“მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვან დემოკარტიის და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტები, დაიცვას მედიათავისუფლება და ამით არაერთგვაროვნად დაადასტუროს მისი პოლიტიკური მისწრაფება მოახდინოს საქართველოს მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებების გააქტიურება, რაც 2022 წლის 3 მარტის EU-ს კანდიდატობის განაცხადით იქნა დაფიქსირებული. ევროპარლამენტი გამოხატავს მოსაზრებას, რომ საქართველოს მოქალაქეთა ლეგიტიმური მისწრაფება იმსახურებს დაკმაყოფილებას და შესაბამისად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.”

ზემოხსენებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის გამო.