მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა EU-ს შვიდწლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა

5fdb4633b0439
BM.GE
17.12.20 22:05
1229
ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა. ევროპარლამენტის 548 წევრმა დაუჭირა მხარი შვიდწლიან ბიუჯეტს, 81 კი წინააღმდეგი იყო. ხოლო ხმის მიცემისგან თავი 66-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდწლიანი ბიუჯეტი 1,074 ტრილიონ ევროს შეადგენს და ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის თქმით, ეს ისტორიული ბიუჯეტი მათ კორონავირუსის მიერ შექმნილი დრამატული კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. ამასთან, სასოლის განცხადებით, ეს უფრო მწვანე და სამართლიან ევროპას ჩაუყრის საფუძველს.

ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის ხარჯვას ყურადღებით დააკვირდება.