16.მაისი .2020 12:00

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მლნ ევროს სასესხო პაკეტი დაამტკიცა

views 361
უკან

ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო 10 პარტნიორი ქვეყანა 3 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას მიიღებს.

3 მლრდ 10 ქვეყანაზე გადანაწილდება და მათ შორის არის საქართველოც, რომელიც 150 მლნ ევროს მიიღებს. ყველაზე მეტი თანხა კი უკრაინისთვისაა გამოყოფილი.

როგორც ევროპარლამენტის მიე გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, მაკროფინანსური დახმარების თანხები შემდეგნაირად განაწილდება: ალბანეთის რესპუბლიკა (180 მილიონი ევრო), ბოსნია და ჰერცეგოვინა (250 მილიონი ევრო), საქართველო (150 მილიონი ევრო), იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (200 მილიონი ევრო), კოსოვო (100 მილიონი ევრო), მოლდოვას რესპუბლიკა (100 მილიონი ევრო), მონტენეგრო (60 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (160 მილიონი ევრო), ტუნისის რესპუბლიკა (600 მილიონი ევრო) და უკრაინა (1,2 მილიარდი ევრო).

ფინანსური დახმარების გაცემის დაწყება ქვეყნების მხრიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი, სადაც სესხის პირობები შეთანხმდება. ევროკომისია ელის, რომ დახმარების პირველი ტრანში 2020 წლის შემოდგომაზე გაიცემა, ხოლოდ მეორე და ფინალური კი - 2021 წლის დასწყისში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა