ევროპის მასშტაბით ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათში ევროპული გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება 16%-ით შემცირდა და ამჟამად მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 95 ევროს შეადგენს.
ვარდნის ტენდენცია ფიქსირდება გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებითაც, კერძოდ, ბრიტანული გაზის ბენჩმარკის ღირებულება 15%-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ დღეს დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ნედლ ნავთობთან მიმართებითაც, კერძოდ, ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 1.7%-ითაა შემცირებული და ამჟამად 92 დოლარს შეადგენს; ხოლო WTI Crude-ი ბირჟაზე 83 დოლარად ივაჭრება, რაც 2.4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
ბუნებრივი აირის გაიაფება პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან. სინოპტიკოსების ვარაუდით, წელს ზამთარი შედარებით თბილი იქნება, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივ არიზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვები თითქმის სრულადაა შევსებული, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. საფრანგეთისა და ბრიტანეთის სტრატეგიული მარაგები სრულადაა შევსებული, გერმანიის - 97%-ით, ხოლო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი ამჟამად 93%-იან ნიშნულზეა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი