მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ჩარჩენილი მოქალაქეები 90-დღიანი ლიმიტის დარღვევისთვის არ დაჯარიმდებიან – მიხეილ ნინუა

5e99ecf1d5d58
თამთა ჯიჯავაძე
17.04.20 20:38
1330
„ყველა ის ადამიანი, რომელსაც ვადა აქვს გადაცილებული 90 დღით ყოფნის შესაძლებლობაზე ევროკავშირის სივრცეში, გადაცილებული დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, განმარტებით, ამისათვის მანამდე შესაბამისი მოლაპარაკებები აწარმოეს.

„ყველა ის ადამიანი, რომელსაც ვადა აქვს გადაცილებული 90 დღით ყოფნის შესაძლებლობაზე ევროკავშირის სივრცეში, ყველა ქვეყანაში იქნება გათავისუფლებული. ანუ მათ, ყველას ჩაეთვლებათ გადაცილებული დღეები საპატიოდ. ჩვენ გვქონდა, ჩვენ დავამყარეთ შესაბამისი კომუნიკაცია და მივაღწიეთ შედეგს, რომ ვიმეორებ, ყველა ასეთი ადამიანი გათავისუფლებულიყო გარკვეული ჯარიმებისგან და ჩათვლოდათ საპატიო მიზეზად გადაცილებული დღეების რაოდენობა“, - განაცხადა მიხეილ ნინუამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც კრიტიკულად აუცილებლობა უდგათ საქართველოში დაბრუნების, გაეწევათ დახმარება მანამ, ვიდრე მათი სამშობლოში დაბრუნება მოხდება. 

"დახმარება გულისხმობს თავშესაფრით უზრუნველყოფას, სამედიცინო სერვისების მიწოდებას საკვებისა და წყლის, ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების მიწოდებას, ასევე მათ ქვეყნიდან ქვეყანაში, ან ქალაქიდან ქალაქში ტრანსპორტირებას, გადაადგილებას", – აღნიშნა მიხეილ ნინუამ.