ევროპაში გასულ წელთან შედარებით გაზის ფასი დაახლოებით 500%-ით არის გაზრდილი. ექსპერტები აღნიშნულის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის რუსეთის „შანტაჟსაც“, რომ თუ ევროპა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის ამოქმედებას ხელს არ შეუწყობს, გაზის მიწოდებას არ გაზრდის. საკითხზე WEG-ის დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა გადაცემა „რედაქტ2“-ში ისაუბრა. მისი თქმით, მოლოდინებს ცივი ზამთრის შესახებ რუსეთი საკმაოდ აქტიურად იყენებს.
„წელს არამარტო რუსეთის ფაქტორმა, არამედ ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა შექმნილი ვითარება, ეს არის ცივი ზამთარი, გახანგრძლივებული გათბობის პერიოდი, ცივი ზამთარი აღმოსავლეთში, რის გამოც გათხევადებული გაზის ნაკადები დაიძრა, ქარის არქონა ევროპის ტერიტორიაზე, და უამრავი სხვა რამ, რასაც რუსეთი აქტიურად იყენებს და თან ისე, რომ არ არღვევს თავის კონტრაქტებს. საკმაოდ მოქნილად მოქმედებს, მას აქვს ბევრი გაზსაცავი ევროპის ტერიტორიაზე, რომელიც ამ პერიოდში სავსე არის ხოლმე და მოწოდებაც ბევრად უფრო მაღალია, თუმცა ესენი ახლა დაცლილია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ევროპა მობილიზაციას და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობასა და ერთი ხმით საუბარს ვერ ახერხებს, რასაც რუსეთი საკმაოდ ეფექტიანად იყენებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი