რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებისა და ცივი ზამთრის მიუხედავად, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად ეცემა - ერთკვირიან ჭრილში ევროპული გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება 29%-ით შემცირდა და ამჟამად მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 83 დოლარს შეადგენს.
გაზის გაიაფება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებაა, რომელიც გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრები ევროპული გაზის ბენჩმარკზე - Dutch TTF-ზე 180-ევროიანი ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 191 დოლარის ეკვივალენტია.
გასათვალისწინებელია, რომ Dutch TTF-ის საშუალო ფასი ათწლიან ჭრილში 10-20 ევროს ფარგლებშია, შესაბამისად, მისი ღირებულება წელს პრაქტიკულად გაათმაგებულია, რაც რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული. მიუხედავად ამჟამინდელი 94-დოლარიანი ფასისა, გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოში ბუნებრივი აირის ღირებულებამ ევროკავშირის მასშტაბით 340 ევროს მიაღწია, რაც Gazprom-ის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ფასის ლიმიტს არა უშუალოდ რუსული წარმოშობის გაზზე, არამედ თავად ევროპულ ბენჩმარკზე აწესებს. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი დროებითია და კრიზისის გადალახვის შემდეგ ის მოიხსნება, ბირჟა კი ისევ დაუბრუნდება საბაზრო პრინციპებს. ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი-საათი ბუნებრივი აირის 180 ევროზე ძვირად გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისად, ყველა მიმწოდებელი იძულებული იქნება ამ ზღვარს მოერგოს.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საერთაშორისო საბაზრო პრინციპებთან და ნებისმიერი სახის ფასის ლიმიტი, იქნება ეს რუსულ თუ ევროპულ გაზზე - მიუღებელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი