მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში კომუნალური და ენერგეტიკული ხარჯები $2 ტრილიონით გაიზრდება - Goldman Sachs

63175aad2a163
გიორგი თოლორდავა
06.09.22 19:15
990
დასავლეთის მასშტაბით არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ევროპაში კომუნალური და ენერგეტიკული ხარჯების 2 ტრილიონი დოლარით ზრდას პროგნოზირებს.

Goldman-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსებზე დახარჯული თანხა ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ს მიაღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

„ვფიქრობთ, ბაზარი სათანადოდ ჯერაც ვერ აფასებს კრიზისის სიმწვავესა და სიღრმეს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კრიზისი 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისზე უარესი იქნება“, - განაცხადა საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსმა, ალბერტო განდოლფმა.

აღსანიშნავია, რომ კომუნალური ხარჯების შესამცირებლად ევროპის ქვეყნები სხვადასხვა ტიპის ზომას იღებენ. საერთო ჯამში, ევროპის მასშტაბით 650 მილიარდი დოლარის მოცულობის სახელმწიფო დახმარების პროგრამები განიხილება, რომელთა უმეტესობაც ენერგორესურსების სუბსიდირებასა და საგადასახადო შეღავათებზეა მიმართული.

გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა კრიზისის დასაძლევად $150-მილიარდიანი გეგმა შეიმუშავა. გერმანიის მთავრობა $40-მილიარდიან დახმარების პაკეტზე მუშაობს; საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტრო კი გაჩერებული ბირთვული რეაქტორების ამოქმედებას გეგმავს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი თითქმის 300%-ით გაიზარდა; ნავთობი კი 30%-ით გაძვირდა.