მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვებს ამკაცრებენ

5f48b23c4bd73
თამთა ჯიჯავაძე
28.08.20 12:40
1117
ევროპაში კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებენ. როგორც BBC წერს, კონტინენტზე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, რის გამოც ცალკეულმა ქვეყნებმა რეგულაციები გაამკაცრეს.

საფრანგეთში პირბადის ტარება პარიზის მიღმაც სავალდებულო გახდა. ხუთშაბათს ქვეყანაში მარტის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. „უდავოა, რომ ეპიდემია კვლავ მწვავდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა. ქვეყანაში ე.წ წითელი ზონები, სადაც ვირუსის ყველაზე აქტიური ცირკულაციაა, ორიდან 21-მდე გაიზარდა.

ესპანეთში კი 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები ვალდებულები იქნებიან დაფარული ჰქონდეთ პირის და ცხვირის არე სკოლაში.

გერმანიაში მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს შეწყვიტონ მოგზაურობა სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში, ვინაიდან არსებობს კვლავ მაღალი რისკი. ამასთან, ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებების გამართვის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.

გარდა ამისა, გერმანიის თითქმის ყველა მიწაზე შეთანხმდნენ, რომ დააწესებენ 50 ევროს ოდენობის ჯარიმას პირბადის გარეშე სიარულის გამო იმ ადგილებში, სადაც ეს სავალდებულოა.

ხოლო დიდ ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეები ვალდებული იქნებიან სკოლის კორიდორში ატარონ პირბადე.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების საერთო რაოდენობა უკვე სცდება 24,5 მლნ-ს. ვირუსს ემსხვერპლა 835 733 ადამიანი.