05.მაისი .2020 18:30

ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი პაციენტი ბრიტანეთში გარდაიცვალა

views 287
უკან

გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო ქვეყნის „ეროვნული სტატისტიკის ოფისზე” დაყრდნობით იუწყება, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით, კორონავირუსით 30 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

5 აპრილისთვის, Worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 29,079-ია, ესპანეთში - 25,428, საფრაგეთში კი, ვირუსით დღემდე 25,428 ადამიანია დაღუპული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა