გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიური კომპანია Becton Dickinson and Co.’s-ი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი 15-წუთიანი COVID-19-ის გამოსავლენი ტესტები. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კომპანია ახალი სწრაფი COVID-19-ის გამოსავლენი ტესტების გაყიდვას ევროპის ბაზარზე სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იქნება პედიატრიული და სასწრაფო მიმღები განყოფილებებისთვის.
სწრაფი COVID-19-ის გამოსავლენი ტესტები ახალი თაობის ტესტებს განეკუთვნება, რომელიც ახდენს ანტიგენების სწრაფ სკრინინგს და SARS-CoV-2-ის იდენტიფიცირებას, ორგანიზმში მისი არსებობის შემთხვევაში.
Becton Dickinson-ის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ევროპის ქვეყნები იყვნენ პანდემიის ეპიცენტრში აპრილი-მაისის განმავლობაში.
კომპანიის განცხადებით, სწრაფი ტესტების სიზუსტე 90%-ს აჭარბებს, რადგან ტესტი ანტიგენზე ანალიზს 93.5%-იანი მგრძნობელობით ატარებს.
გამოცემის მიხედვით, აღნიშნული ტესტი უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ს ბაზრისთვის და კომპანია ოქტობრიდან დაახლოებით 8 მილიონი ტესტის წარმოებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ Becton Dickinson-ი 2021 წლის მარტიდან ტესტების წარმოების გაზრდას 12 მილიონამდე გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა