მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში საქართველოზე დაბალი გაზის ტარიფი მხოლოდ ერთ ქვეყანაშია - სტატისტიკა

6299ceb37c7a7
BM.GE
03.06.22 13:06
13611
სემეკმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის კონტინენტზე ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასების სტატისტიკასაც მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე იაფი გაზი მხოლოდ აზერბაიჯანშია, სხვა ყველა ქვეყანაში გაზის ტარიფი საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია.

სემეკის მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში გაზის სამომხმარებლო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე საშუალოდ 55 თეთრი იყო, ამაზე დაბალი ტარიფი მოქმედებდა აზერბაიჯანში და ის 28 თეთრს შეადგენდა. ფასების დონით ასევე ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტარიფი იყო თურქეთშიც, სადაც კუბური მეტრის ღირებულება 0.8 ლარი იყო. სომხეთში ტარიფი - 1.06 ლარი, უკრაინაში კი 1.13 ლარი იყო. ყველაზე ძვირი ბუნებრივი აირი ევროპის მასშტაბით შვედეთშია, სადაც ერთი კუბური მეტრის ღირებულება 5.63 ლარს შეადგენდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტარიფი საშუალოდ კუბურ მეტრზე 2-დან 4 ლარამდე მერყეობს.

სემეკის მონაცემებით, საქართველოში გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება: გაზის ფასი - 44%; განაწილების ფასი - 37%; გადასახადი - 15%; ტრანსპორტირება - 4%.