მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში საწვავის ფასების ზრდას პროგნოზირებენ

5d809d110664a
მიხეილ ხაჩიძე
17.09.19 16:47
1468

საუდის არაბეთის ორ უდიდეს ნავთობტერმინალებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ევროპულ ქვეყნებში საწვავის ფასის ზრდას ვარაუდობენ. როგორც Raiffeisen Capital Management -ის ნავთობის ექსპერტი ჰანეს ლოაკერი აცხადებს, უახლოეს დღეებში ფასების მატებას ავტომობილების მძღოლები ბენზინ გასამართი სადგურებიდან იგრძონებენ.

საუდის არაბეთში ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე ბოქიაქსა და ჰურაისში დრონების თავდასხმა 14 სექტემბერს დაფიქსრიდა; ამის შემდეგ კი, იქ ხანძრის ძლიერი კერები წარმოიქმნა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.

ინციდენტის გამო, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა.  



როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ”გეოპოლიტიკური რისკების გამო, ნავთობის ღირებულება მომავალ დღეებშიც არასტაბილური იქნება. კლება და მატება ისევ მოსალოდნელია".