მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპაში ტურიზმის განვითარების კარგი მაგალითი ხორვატიაა" – ზურაბ პოლოლიკაშვილი

5ebfebfacaf46
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.20 23:20
1724
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის სექტორში მიმდინარე კონკურენციის პირობებში ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ წარმატებულ პროექტებს შორის ევროპის კონტინენტზე ხორვატიას გამოარჩევს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს დარგი განვითარდეს, მნიშვნელოვანია  ქვეყნის მმართველების მხრიდან სწორი აქცენტების გაკეთება.

„რაც დრო გადის, ტურიზმი ქვეყნებს შორის გარდაიქმნა დიდ კონკურენციად, როგორც ბიზნესში. არიან ქვეყნები, რომლებმაც ძალიან კარგად და სწორედ განსაზღვრეს და განახორციელეს ტურიზმის სტრატეგია. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული ლიდერებზე, მთავრობის ხელმძღვანელებზე, მინისტრებსა და თვითონ გუნდზე, ვინც უდგას სექტორს; აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი სხვადასხვა კოტინენტზე. ყოველ წელს და ყოველდღე ტურიზმის სფერო უფრო საინტერესო ხდება ქვეყნის ლიდერებისთვის და  ქვეყნებისთვის პრიორიტეტული ხდება. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ყველაზე კარგი მაგალითი ევროპის მასშტაბით რომ შემოვიფარგლოთ, ალბათ ხორვატიაა. ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე; ის, რაც მათ შეძლეს, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ტურიზმის ინდუსტრიის შენება და დღეს უკვე ხორვატია ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ტურიზმის თვალსაზრისით“, - ამბობს UNWTO-ს გენერალური მდივანი.