26.მარტი .2020 21:59

ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა

views 274
უკან

ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა. შესაბამის ინფორმაციას ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავარცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მისი წევრი ქართველი დიასპორული მეწარმეები სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. მათი უმეტესეობა კარგავს სამუშაო ადგილს და უახლოეს მომავალში უცხო ქვეყანაში უმუშევრად დარჩენა ელოდება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმეტესობა შინამოსამსახურეები ან მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები, უმუშევრობასთან ერთად უსახსრობის გამო უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგება. სამწუხაროდ, დღეს უკვე გვაქვს ამის არაერთი მაგალითი სხვადასხვა ქვეყანაში.

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ქარველი დიასპორელი მეწარმები და მათი ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას მათ ადგილსამყოფელ ქვეყანებში, თუმცა საკმარისი რესურსი დავეხმაროთ ყველა უსახლკარო თანამემამულეს ამ ძნელბედობის ჟამს არ გაგვაჩნია. ამიტომაც, ამ მიზნით ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნა ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი თანამემამულეების დახმარების სპეციალური ფონდი და ონლაინ შემოწირულობების პლატფორმა https://www.whydonate.nl/fundraiser-details/georgia-for-emigrants-against-covid-19/en, რომლის გამოყენებით ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და დააბინავოს უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები.

ამ სისტემით, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან თქვენს მიერ განხორციელებული შეოწირულობა აკუმულირდება აიპი „ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ სპეციალურ ანგარიშზე სს „ქართუ ბანკში“, ხოლო მის განკარგვა მოხდება, სხვადასხვა ქვეყნიდან დისპორული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა