მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი აჭარის სოფელში მოეწყობა - პრემიერის დაპირება

611ccdf7cbffe
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 13:10
2001
აჭარაში, სოფელ ჭვანსა და ჩირუხის მთაზე 20 მლნ ლარის ტურისტული პროექტები განხორციელდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ტურიზმის მიმართულებით უნიკალური პროექტები აქვს შემუშავებული.

„აქ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას სოფელ ჭვანში შევქმნით, სადაც 10 მლნ ლარიანი პროექტს ვიწყებთ. ეს იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი, რომელიც მოიზიდავს, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ტურისტებს.

გარდა ამისა, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის სიგრძე 1 700 მეტრი იქნება. პროექტზე 10 მლნ ლარი დაიხარჯება და ის ამ ულამაზეს მხარეს წარმოაჩენს“, - განაცხადა პრემიერმა.